სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU და ATC-იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი...
IBSU და ATC-იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორეს
  • 21/03/2025

IBSU და ATC-იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანიის მთავარ საწარმოს ესტუმრნენ.

პარტნიორობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიარონ პრაქტიკა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. აღნიშნული გამოცდილება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, არამედ გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის ბაზარზე.

ATC აწარმოებს თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს და მისი ძირითადი დამკვეთია უმსხვილესი საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი ორგანიზაცია – Boeing.