სიახლეები
- 14/11/2023
IBSU ვეკუას სახელობის სკოლას ესტუმრა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.
ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები და შეთავაზებები გააცნეს.