
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსელის, ნესტან არაბულის საავტორო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „შინ“ საერთაშორისო ახალგაზრდული სმარტ-ფილმების ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – „საუკეთესო მონტაჟი“ და „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“!
გარდა ამისა, ნესტანის ნამუშევარი ჟიურის მოწვეული წევრის, ეგვიპტელი რეჟისორისა და ვიზუალური ეფექტების სპეციალისტის – ჯონ ჰეშატას რჩეული გახდა.
“შინ” ასახავს სტრესული რეალობის პირობებში წონასწორობის პოვნას საკუთარ თავში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ჩვენ როგორ შევხედავთ სამყაროს – გარედან მიღებულ სტრესს ჩვენს შინაგან სამყაროში შევუშვებთ, თუ შინაგანი სიმშვიდის მობილიზებით განვაგრძობთ ცხოვრებას არასტაბილურ სამყაროში.
ფესტივალი 14-16 ოქტომბერს ზემო აჭარაში ჩატარდა სახელწოდებით – “აჭარული კინო ამბები”. მონაწილეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები მობილური ტელეფონებით გადაიღეს. ქართველი და უცხოელი ჟიურის მიერ შეირჩა 20 საუკეთესო ფილმი და მათგან ორს გრან-პრი გადაეცა.
იხილეთ ფილმი.