სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ და საფრანგეთის ევროპული პოლიტიკური...
IBSU-მ და საფრანგეთის ევროპული პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სკოლამ მემორანდუმი გააფორმეს
  • 24/07/2025

IBSU-მ და საფრანგეთის ევროპული პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სკოლამ მემორანდუმი გააფორმეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ევროპული პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სკოლამ (ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

ევროპული პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სკოლა, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის ქალაქ ლილში, წარმოადგენს დინამიკურ და საერთაშორისო მიმართულებაზე ორიენტირებულ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც სპეციალიზებულია პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სფეროში. იგი აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული კვლევები. სასწავლო პროგრამები მოიცავს გლობალურ პოლიტიკას, გარემოსდაცვით პოლიტიკას, ევროპულ მმართველობას, საერთაშორისო განვითარებასა და პოლიტიკურ ფილოსოფიას. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინტერდისციპლინურ სწავლებას, მრავალენოვან განათლებასა და გლობალურ ჩართულობას, რაც სტუდენტებს ამზადებს კარიერისთვის დიპლომატიაში, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვაში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკადემიურ კვლევაში.