სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ და უელვას უნივერსიტეტმა ხელი...
IBSU-მ და უელვას უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს
  • 07/05/2025

IBSU-მ და უელვას უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) და უელვას უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას.

მემორანდუმი მოიაზრებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და კონფერენციებსა და კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობას.

თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი აკადემიური გარემოს შექმნას, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.