სიახლეები

- 14/07/2025
IBSU-მ ევრო-ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევრო-ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან (EMUNI) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
სლოვენიის ქალაქ პირანში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურათშორისი ბიზნეს კომუნიკაცია, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო ურთიერთობები და კულტურული მემკვიდრეობა.
EMUNI მჭიდროდ თანამშრომლობს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს აკადემიურ წარმატებას, ინოვაციის მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთო რეგიონული გამოწვევების გადაჭრის მიზნით.