სიახლეები

- 12/06/2025
IBSU-მ ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან (სოფია, ბულგარეთი) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით.
უნივერსიტეტი ასევე გამორჩეულია ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური განათლების ჩამოყალიბების პროცესში, როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.