სიახლეები

- 30/06/2025
IBSU-მ კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მადრიდში მდებარე უნივერსიტეტი აერთიანებს ICAI-ის საინჟინრო სკოლას, ICADE-ის ბიზნესისა და სამართლის სკოლასა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს.
კომილას პონტიფიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ინჟინერია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა.