სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამეცნიერო სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ...
IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა
  • 16/06/2025

IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

კონფერენცია მოიცავს სხვადასხვა სექციას, მათ შორისაა: საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი), ეკონომიკა, ტურიზმი, სამართალი, განათლების ადმინისტრირება, ამერიკისმცოდნეობა, ციფრული მედია და კომუნიკაცია, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფსიქოლოგია, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები და არქიტექტურა. კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობენ როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ისე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.

ამ მხრივ, წლევანდელი რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია, განსაკუთრებით გამორჩეული იყო, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა უპრეცედენტოდ დიდმა ოდენობამ, ჯამში 12 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 400-ზე მეტმა მონაწილემ.