სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის...
IBSU-მ მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა
  • 23/06/2025

IBSU-მ მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ტურნირში 15 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „ბრგე“, დავით ქუფარაშვილის კაპიტნობით (გუნდის შემადგენლობა: დავით ქუფარაშვილი, დავით გერგედავა, დავით მუსაშვილი, მიშო მიქელაძე, გუკა მამადაშვილი, დავით ვახანია, მიშო წიკლაური, ფაიზ მოჰამედი, ზუკა ყარანაშვილი, ავთანდილ ბერიძე, გიორგი ბულეიშვილი)

მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „მასიპალი“ (გუნდის შემადგენლობა: გიორგი რუსია, საბა როგავა, ბესო ბაბუაძე, დაჩი ჯავახიშვილი, ლუკა ჯგერენაია, ლუკა ანჯაფარიძე, გიორგი ყაზაზიშვილი, ირაკლი გვარლიანი, ვახტანგ მანია).

მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „მამიკოები“ (გუნდის შემადგენლობა: გიორგი არბოლიშვილი, რომა ქანთარია, საბა შუბლაძე, უჩა ბერაშვილი, ნიკოლოზ თედორაძე, გიორგი ტაბიძე, მათე ვაშაძე, გიორგი ბიწაძე, მათე გუმბერიძე, ნიკოლოზ რუხაძე, დაჩი ბარათელი).

ასევე გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები:

  • საუკეთესო მეკარე – დავით გერგედავა
  • საუკეთესო მცველი – ბესო ბაბუაძე
  • საუკეთესო ასისტენტი – ნიკოლოზ გოფოძე
  • საუკეთესო ბომბარდირი – მიშო მიქელაძე
  • ტურნირის საუკეთესო მოთამაშე – მიშო მიქელაძე

ტურნირი IBSU-ს ფეხბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.