სიახლეები
- 18/11/2022
IBSU-მ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „კონსტრუქციული ახალი ამბები“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი და სტუდენტები დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „კონსტრუქციული ახალი ამბები“ იღებდნენ მონაწილეობას.
კონფერენციის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს.