სიახლეები

- 30/07/2025
IBSU-მ ნორდჰაუზენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ნორდჰაუზენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან.
გერმანიაში მდებარე უნივერსიტეტი მოიცავს ინჟინერიის, სოციალური მეცნიერებებისა და ბიზნესის ფაკულტეტებს და სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მენეჯმენტის, გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინდუსტრიული ინჟინერიის მიმართულებებით.