სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი...
IBSU-მ როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან მემორანდუმი გააფორმა
  • 15/07/2025

IBSU-მ როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) როსარიო გალიარდის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან (იტალია) მემორანდუმი გააფორმა.

სახვითი ხელოვნების აკადემია, რომელიც მდებარეობს სიცილიის სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქ სირაკუზში, წარმოადგენს ინოვაციურ ცენტრს დიზაინისა და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით და სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზებულ სასწავლო მიმართულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროდუქტის დიზაინი, ინტერიერის არქიტექტურა, ვიზუალური კომუნიკაცია, მოდის დიზაინი და ციფრული მედია.

აკადემიის პროგრამები ფოკუსირებულია კვლევაზე, ექსპერიმენტსა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, რათა სტუდენტები მოამზადოს ხელოვნების, დიზაინისა და კრეატიული ინოვაციის მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის.