სიახლეები
- Home
 - /
 - სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის...
 - /
 - IBSU-მ საადვოკატო ბიუროსთან “ბიბიქეი –...
 
- 28/12/2023
 
IBSU-მ საადვოკატო ბიუროსთან “ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საადვოკატო ბიურომ „ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და საადვოკატო ბიუროს დირექტორმა სალომე ბეჟაშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.