სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ ტორუნის სოციალური და მედია...
IBSU-მ ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
  • 16/06/2025

IBSU-მ ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტორუნის სოციალური და მედია კულტურის უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. პოლონეთის ქალაქ ტორუნში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ჟურნალისტიკის, მედიის კვლევების, პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და კულტურის კვლევების მიმართულებებით; ასევე სპეციალიზებულ პროგრამებს პრაქტიკული უნარების შესაძენად თანამედროვე კომუნიკაციის, ეთიკური ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებით.