სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა IBSU-ს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნეს
  • 12/06/2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა IBSU-ს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ და ბიზნესის სკოლამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ IBSU-ს სტუდენტებს გააცნეს მათი უწყების ამოცანები, სპეციფიკა და კარიერული ზრდის პერსპექტივა. პროგრამის პრეზენტაციაზე სტუდენტებს განემარტათ შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის მოთხოვნები.

საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.