სიახლეები

- 25/08/2025
 
IBSU-მ ქვემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ქვემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ბადენში მდებარე უნივერსიტეტი ორიენტირებულია მასწავლებელთა განათლების, პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებებით. უნივერსიტეტი მოიცავს სხვადასხვა დეპარტამენტს, მათ შორის დაწყებითი განათლების, საშუალო განათლების, სპეციალური საჭიროებების განათლებისა და საგანმანათლებლო მეცნიერებების მიმართულებებს. სასწავლო პროგრამები ფარავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ინკლუზიური განათლება, ციფრული სწავლება, საგანმანათლებლო ლიდერობა, ადრეული ასაკის განათლება და ინტერკულტურული კომპეტენცია.