სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ Axatya Investment-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
IBSU-მ Axatya Investment-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
  • 19/05/2025

IBSU-მ Axatya Investment-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგული საინვესტიციო კომპანია Axatya Investment-ის წარმომადგენელს ჩარლზ გუტონ ისნარდს უმასპინძლა.

შეხვედრას უმასპინძლეს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი პროფ. მარიამ რაზმაძე, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გიორგი ცუცქირიძე და სკოლის მენეჯერი – თამარ მშვიდობაძე, ასევე კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები – დავით ცირამუა და ნატო გოგოშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის, მათ შორის სტაჟირების, ვორქშოფებისა და კონკურსების საკითხები.

ამჟამად Axatya Investment-ში IBSU-ს მესამე კურსის სტუდენტები პრაქტიკას გადიან.