სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ მალტის გლობალურ კოლეჯთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი...
IBSU-მ მალტის გლობალურ კოლეჯთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა
  • 30/05/2025

IBSU-მ მალტის გლობალურ კოლეჯთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კერძო უმაღლეს სასწავლებელთან, Global College Malta-თან.

პარტნიორობა დამყარდა Global College Malta-ს ოთხ სკოლასთან. მათ შორის არის ბიზნესის სკოლა, ეკონომიკისა და ფინანსების სკოლა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სკოლა და ლოჯისტიკის, ოპერაციებისა და ინფორმატიკის სკოლა.