სიახლეები

- 09/03/2026
IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გიორგაძემ Forbes Women Conference 2026-ზე MIT-ში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გიორგაძემ Forbes Women Conference 2026-ის PechaKucha-ს (ამბის თხრობის იაპონური სტილი) პანელზე საკუთარ პროფესიულ გზასა და MIT-ში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ნათია არის MIT-ის ანტრეპრენერული განათლების პროგრამის მონაწილე და MIT GLEEN-ის წევრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო აკადემიურ და სამეწარმეო ინიციატივებში. მისის კონფერენციაზე გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო MIT-ის მაინდსეტი – „Yes, You Can“, რომელიც სტუდენტებს უბიძგებს ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და შექმნან რეალური ღირებულება – იდეებითა და ინოვაციებით, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.
Forbes Women Conference 2026-მა გააერთიანა ქალი ლიდერები, რომლებმაც საკუთარი უნიკალური თვისებები და ხედვა ლიდეროForbes Women Conference 2026-მა გააერთიანა ქალი ლიდერები, რომლებმაც საკუთარი უნიკალური თვისებები და ხედვა ლიდერობის მთავარ ძალად აქციეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციის მთავარი პარტნიორი იყო.


