სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- IBSU-ს აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი...

- 28/05/2025
IBSU-ს აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტში იმყოფება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+ Staff Mobility For Teaching“ პროგრამის ფარგლებში ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტში (იტალია) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ასევე ქართული და იტალიური უნივერსიტეტების, სახელმწიფო დაწესებულებების და პროფესიული გაერთიანებების მონაწილეობით ერთობლივი აქტივობების ინიციირება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. სამუშაო შეხვედრები შედგა ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორის, ფრანჩესკო ერიბერტო დ’იპოლიტოს, პროფესორ იდა კარაჩოლოს (საერთაშორისო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და ასევე საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (Itlos) მოსამართლე), პროფესორების ჟან მარი პიჩინელისა და ანდრეა ბორონის (შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელები) და დოქტორ ფაბიო ზამბარდინოს მხარდაჭერით.
თემატური ღონისძიებების ფარგლებში პროფესორმა კიკილაშვილმა სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერ ლექცია თემაზე: „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის მქონე დავებში – უპირატესად ენერგეტიკის და გარემოსდაცვით სფეროებსა და სოციალური ელემენტების მქონე დავებთან მიმართებით“.
აღსანიშნავია, რომ ეს პროფესორ ბორონისა და პროფესორ კიკილაშვილს შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა არ არის. მათ წინა წლებში არაერთი ერთობლივი აქტივობა განახორციელეს და ამჟამად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მუშაობენ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე.
წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებს შორის უნდა გამოირჩეს პროფესორ ბორონის აკადემიური ხელმძღვანელობით და პროფესორ კიკილაშვილის მონაწილეობით ჩატარებული რამდენიმე კონფერენცია და ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის, პროფ. ირაკლი შამათავას მხარდაჭერით (2023-2025); ევროკავშირის კვლევითი მობილობის პროგრამის ფარგლებში ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში მონოგრაფიის შექმნა და გამოცემა (ფრანკფურტი ოდერი, გერმანია), (2023); კონფერენციის High-Level Dialogues: Europe as the Gateway to Foster Collaboration Across Asia, Latin America, and MENA, 2025 საკონფერენციო მასალების სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტის საავტორო უფლებების სუბიექტად მიჩნევის პერსპექტივა“ გამოქვეყნება კრებულში “Atti del Convegno High-level dialogues: Europe as the gateway to foster collaboration across Asia, Latin America, and MENA”, რედ. ანდრეა ბორონი (2025).
მიმდინარე და წინა ვიზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კულტურულ და ტურისტულ აქტივობებს კულტურული ღირებულებების გაზიარების და აკადემიურ პერსონალს შორის მჭიდრო პირადი ურთიერთობების დამყარების მიზნით.