IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
  4. /
  5. IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამის...
IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა
  • 09/02/2026

IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.

IBSU-ში წელს პირველად ამოქმედდა 3-წლიანი „გრაფიკული დიზაინის“ ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელმაც პირველივე სემესტრში შთამბეჭდავი ინტერესი გამოიწვია. პროგრამის სტუდენტებთან ერთად მის ძირითად საგნებს – დიზაინის საფუძვლები, ფოტოხელოვნება, ილუსტრატორი (2D ვექტორული გრაფიკა) და ხატვა – არჩევითის სახით სხვა პროგრამის სტუდენტებიც შეურთდნენ.

ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებმა უკვე მოამზადეს თავიანთი ნამუშევრები, რაც ნათლად ასახავს როგორც მათ პროგრესს, ისე IBSU-ს მიერ შექმნილ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კრეატიული უნარების განვითარებას და პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობას.

“თანამედროვე კომუნიკაცია კრეატივს ეფუძნება – და ჩვენ ვამაყობთ, რომ IBSU-ს სტუდენტები ამ გზას წარმატებით გადიან” – ნანა იაშვილი, გრაფიკული დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი.