სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს და სტარტაპ Helio AI-ს...
IBSU-ს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • 05/03/2025

IBSU-ს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Helio AI არის პირველი ციფრული AI რეკრუტინგის პლატფორმა, რომელიც  აერთიანებს აპლიკანტების მართვის სისტემას (ATS), ადგილობრივ ენაზე მორგებულ AI-ს და გეიმიფიცირებულ (Gamified) პიროვნების ტესტს. Helio-მ უკვე მოიზიდა 1,000,000 ლარამდე ინვესტიცია.

ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის გაძლიერებას საუნივერსიტეტო სივრცეში.

 

ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს:

 

  • საუნივერსიტეტო ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას
  • პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას real-based პროგრამებში მონაწილეობით
  • ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას წამყვანი პროფესიონალებისგან
  • თანამშრომლობას კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში

მემორანდუმის ფარგლებში უკვე ჩატარდა სტარტაპ პანელური დისკუსია: “Startup Future: From Zero to Hero”.