სიახლეები

- 01/10/2025
IBSU-ს მარკეტინგის პროგრამების ხელმძღვანელმა ISPC 2025-ზე სესიას უხელმძღვანელა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამების ხელმძღვანელმა, ნია თოდუამ, ISPC 2025-ის მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „ციფრული მენეჯმენტი სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის“ უხელმძღვანელა სესიას „ციფრული ინოვაცია, საზოგადოება და მდგრადობა გლობალურ კონტექსტში“.
სესიაზე, რომლის მოდერატორიც ნია თოდუა იყო, განიხილეს შემდეგი საკითხი: „ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში: ChatGPT-ის გავლენა სტუდენტების სასწავლო ქცევაზე“.
ISPC საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 2021 წლიდან ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს, რათა განიხილონ ციფრულიზაციის, მენეჯმენტის, განათლებისა და ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები. მისი ნაშრომები ქვეყნდება Springer Proceedings in Business and Economics (SPBE) სერიაში, რომელიც Scopus-შია ინდექსირებული.