სიახლეები

- 06/02/2026
IBSU-ს მე-13 ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში
2026 წლის 22 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის XIII ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია დაპროგრამების ენა C++-ის და ალგორითმების ცოდნა.
წელს, ისევე როგორც პანდემიამდე, ოლიმპიადა კვლავ ჩატარდება დასწრებულ რეჟიმში სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 5 საათი სამუშაო დრო.
ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში გადაეცემათ გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომები.
ოლიმპიადის პროგრამა:
09:00 – 09:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია
09:30 – 10:00 – ოლიმპიადის გახსნა
10:00 – 10:30 – მონაწილეთა სამუშაო ადგილებზე განთავსება
10:30 – 11:00 – საცდელი ტური
11:00 – 16:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური
თვალი ადევნეთ ჩვენს საიტზე და ფეისბუკ გვერდზე ჩვენს მომდევნო განცხადებებს!!!
საკონტაქტო პირი:
გიორგი მანდარია, მობილური: 599 429234
E-mail: mandariag@gmail.com