IBSU-ს მე-13 ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

IBSU-ს მე-13 ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში
  • 24/02/2026

IBSU-ს მე-13 ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერ ასოციაციასთან ერთად, ინფორმატიკაში მოსწავლეთა მე-13 ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა. ტრადიცია, რომელიც 2014 წლიდან იღებს სათავეს აერთიანებს ტექნოლოგიებით მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან. მონაწილეებმა საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით იმუშავეს და 5 საათის განმავლობაში რთულ ალგორითმულ ამოცანებს C++ ენის გამოყენებით უმკლავდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს გამარჯვებულებმა, ოფიციალურ დიპლომებთან ერთად, IBSU-სგან საჩუქრად მიიღეს ექსკლუზიური წვდომა მსოფლიოს ნომერ პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის – MIT-ის Orbit პლატფორმაზე.