სიახლეები

- 16/06/2025
IBSU-ს პრორექტორმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა
IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძისა და გიორგი ხუჭუას შემადგენლობით.
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Crossfire (საბა შუბლაძე, იაკობ გასიტაშვილი, ბადრი ხეთერელი), ხოლო მესამე ადგილი გუნდმა Green FN (ანრი აბულაძე, გიორგი ბასიშვილი, ლუკა ღვინაშვილი).
ტურნირი, რომელსაც დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა, IBSU-ს კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.