სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა...
IBSU-ს პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub Peer-Learning პროექტში
  • 30/05/2025

IBSU-ს პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub Peer-Learning პროექტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub peer-learning პროექტში, რომელიც სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარდა.

შესაძლებლობების განვითარების პროგრამა მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი, ციფრული და სოციალური გამოწვევების შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის მართვის უნარების განვითარება ადგილობრივ და რეგიონულ კონტექსტში.

პროექტი განხორციელდა The European Heritage Hub მიერ (ევროკავშირის დაფინანსებით) და კონსორციუმის 20 პარტნიორი წევრის მონაწილეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა Europa Nostra ქვე-პარტნიორებთან ერთად Europeana Foundation, Eurocities, KU Leuven – HERKUL და ICLEI – Local Governments for Sustainability.