სიახლეები

- 06/11/2025
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრები გამართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრები გამართა.
საორიენტაციო შეხვედრები გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ჩატარდა, სადაც სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია განაცხადის პროცესზე, პარტნიორ უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას ახალ საფეხურზე აიყვანს.
გარდა ამისა, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა მიმდინარე აკადემიურ წელს ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციასა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას – აკადემიური პროცესის დეტალებიდან უნივერსიტეტის სერვისებამდე. შეხვედრამ ხელი შეუწყო ახალ სტუდენტებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და გამხდარიყვნენ ჩვენი მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი.


