სიახლეები

- 25/02/2025
IBSU-ს სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე “პირველი სამსახური – როგორ დავიწყოთ სწორად”
კარიერის დაგაგმვისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, IBSU-ს სტუდენტებისთვის გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა თემაზე – “პირველი სამსახური – როგორ დავიწყოთ სწორად.”
შეხვედრას უძღვებოდა Lemon Capital Consulting-ის დამფუძნებელი და ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ტურაშვილი.
სტუდენტები გაეცნენ დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე მიიღეს პროფესიონალური რჩევები პირველი გასაუბრებისთვის.