IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო კონკურსში „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 25 000 ლარის დაფინანსება მოიგეს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო...
IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო კონკურსში „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 25 000 ლარის დაფინანსება მოიგეს
  • 12/12/2025

IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო კონკურსში „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 25 000 ლარის დაფინანსება მოიგეს

IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო კონკურსში „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 25 000 ლარის დაფინანსება მოიგეს.

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებმა – ნოდარი მენთეშაშვილმა, გიორგი მათიაშვილმა და ალექსანდრე ქიტუაშვილმა – თავიანთი ინოვაციური სტარტაპით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და 25 000 ლარის დაფინანსება მოიპოვეს.

მათი სტარტაპი „მემამულე“ წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აგრონომს, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ფერმერებისთვის აგრონომიული ცოდნისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა.
„მემამულე“ ფერმერებს ეხმარება იაფად, სწრაფად და ხარისხიანად მიწის გაჯანსაღებაში და მისი სრული პოტენციალის რეალიზებაში, რაც მაქსიმალურ მოსავალსა და შემოსავალს უზრუნველყოფს.

ნოდარი მენთეშაშვილი – “გრანტის მოგება ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო, თუმცა მაინც ემოციებით სავსე აღმოჩნდა. ეს გამარჯვება კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ იდეის და პროექტის წარმატებას და პოტენციალს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი მოტივაცია.”

გიორგი მათიაშვილი – “ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი სტარტაპისთვის. ეს გამარჯვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს, რომ მეტი ამბიციით გავაგრძელოთ ის, რისი შექმნისაც გვჯერა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვიდგას.”

ალექსანდრე ქიტუაშვილი – “კონკურსში გამარჯვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც ჩვენს სტარტაპს ფაქტობრივად მისცემს იმ აუცილებელ ბიძგს, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ ბევრად მოტივირებულები და კონცენტრირებული ვყოფილიყავით ჩვენ საქმეზე. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვგულშემატკივრობს”.