სიახლეები
- მთავარი
- /
- კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- /
- IBSU-ს სტუდენტმა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის...

- 30/05/2025
IBSU-ს სტუდენტმა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის React-ის კურსი ჩაატაარა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მხარდაჭერით კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე ჯიქიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის ჩაატარა Web Development-ის ინდუსტრიის მოწინავე ინსტრუმენტის, React-ის ინტენსიური კურსი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში.
ინტენსიური კურსის ფარგლებში სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა ისწავლეს დინამიკური აპლიკაციების წერა, რეალური და მრავალჯერადი კომპონენტების შექმნა, API-ებთან მუშაობა, სტილები TailwindCSS-ით და საკუთარი პროექტების ატვირთვა.
კურსის შემაჯამებელ ლექციაზე სკოლის დეკანმა პროფ. მარიამ რაზმაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა. მსგავსი კურსების ციკლი გაგრძელდება სხვადასხა თემატიკების და სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით.