სიახლეები

- 22/10/2025
IBSU-ს წარმომადგენლების ტრენინგი რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
ჟურნსლისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის IBSU-ს წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს.
რუსთავის მე-17 სკოლაში ჟურნსლისტიკით დაინტერესებული მოსწსვლეებისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს.
ინტერაქტიული დავალებებით, შემეცნებითი თამაშებითა და აქტივობებით ტრენინგის მონაწილეებს ტრენერებმა გააცნეს ჟურნალისტის პროფესიის სპეციფიკა, დადებითი მხარეები და გამოწვევები, აუხსნეს ახალი ამბების წერის პრინციპები, ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლები და ყალბი და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევის ხერხები.
ტრენინგი ჩაატარეს უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტიკის პროგრამის მოწვეულმა ლექტორმა თამარ შოშიაშვილმა, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის კურსდამთავრებულმა და მოწვეულმა ლექტორმა ლუკა ამბალიამ და ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტმა თიკო მახარაშვილმა.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
პროფესიული ორიენტაციისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს სხვადასხვა აქტივიბების განხორციელებას, მათ შორის, ტრენინგებსა და ვორქშოფებს პრაქტიკოსი ლექტორებისა და სტუდენტების ჩართულობით. ტრეინინგები დაგეგმილია როგორც უნივერსიტეტის კამპუსში, ისე საჯარო სკოლებში.