სიახლეები

- 02/04/2026
IBSU-ში გაიმართა ინტერაქციული ლექცია “ამბიცია, შფოთვა, კარიერა “Burnout”-ის გარეშე”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტერაქტიული საჯარო ლექცია, რომელიც სტუდენტებს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაში დაეხმარა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები კარიერისკენ თავდაჯერებულად, როგორ აქციონ ამბიცია მოტივაციად, როგორ გაუმკლავდნენ სტრესსა და შფოთვას და როგორ ააშენონ წარმატებული კარიერა Burnout-ის გარეშე.
ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგი და IBSU-ს აფილირებული ასისტენტ პროფესორი, ბექა დადეშქელიანი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ადამიანის განვითარების ფსიქოსოციალური ასპექტები, შინაგანი პროცესები და კარიერული მდგრადობის პრაქტიკული გზები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მე-ს კონცეფცია, როლური კონფლიქტები, აღქმის თავისებურებები და განწყობის მნიშვნელობა როგორც ყოველდღიურ ამოცანებში, ისე პროფესიულ განვითარებაში. ასევე განიხილეს ინტროსპექციისა და რეფლექსიის როლი შფოთვასა და სტრესთან ეფექტურად გამკლავებაში, რაც სტუდენტებს საკუთარი კარიერული გზის გაცნობიერებულად დაგეგმვაში დაეხმარება.


