
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, მორიგი უფასო პროექტი “გეოპოლიტიკური თამაშები” ჩაატარა. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორმა ნინო სამხარაძემ, მათ გააცნო ადამიანის როლი დიპლომატიაში, და მოისმინა მოსწავლეთა აზრები, მათთვის ყველა დროის საუკეთესო ქართველ დიპლომატზე. თეორიული ნაწილის შემდეგ, ბავშვები ჩაერთნენ გეოპოლიტიკურ თამაშებში. კონტინენტების მიხედვით, გაყოფილი გუნდები, ეძებდნენ და პასუხს სცემდნენ მათთვის განკუთვნილ კითხვებს, იპარავდნენ სხვის მინიშნებებს და ბოლოს მოლაპარაკებების მაგიდასაც მიუსხდნენ რესურსების გასანაწილებლად. ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს დიპლომატიურ ქეისზე. ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამორჩეულ სამ მონაწილეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერით დასაჩუქრდა.