სიახლეები

- 10/05/2025
IBSU-ში მორიგი უფასო პროექტი „იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა
სკოლის მოსწავლეებისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო პროექტი “იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა მონაწილეებს გააცნეს სასამართლო პროცესის სტრუქტურა და პროფესიის სპეციფიკა.
როლური თამაშებითა და თეორიული ნაწილით მიღებული ცოდნით სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული სასამართლო პროცესის სიმულაციაში.
ტრენინგის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები და სერტიფიკატები.