IBSU-ში პოლიტიკის მეცნიერების კურსის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების პრეზენტაციები და არჩევნების სიმულაცია ჩატარდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური...
  4. /
  5. IBSU-ში პოლიტიკის მეცნიერების კურსის...
IBSU-ში პოლიტიკის მეცნიერების კურსის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების პრეზენტაციები და არჩევნების სიმულაცია ჩატარდა
  • 05/02/2026

IBSU-ში პოლიტიკის მეცნიერების კურსის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების პრეზენტაციები და არჩევნების სიმულაცია ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ ქარაზანიშვილის ორგანიზებით საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის, „შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში“ კურსის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა პოლიტიკური პარტიების პრეზენტაციები და არჩევნების სიმულაცია.

სტუდენტებმა იმუშავეს პოლიტიკური პარტიების პროგრამების (მანიფესტოების) აკადემიურ ანალიზსა და შემუშავებაზე. მათ წარმოადგინეს იდეოლოგიური ხედვები, პოლიტიკურ-პროგრამული პრიორიტეტები და საარჩევნო სტრატეგიები, რომლებიც დაფუძნებული იყო პოლიტიკის მეცნიერებების თეორიულ ჩარჩოებზე. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ განხორციელდა არჩევნების სიმულაცია, რომელიც ასახავდა დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებს.

აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო სტუდენტებისთვის პოლიტიკური პარტიების როლის, საარჩევნო სისტემების და დემოკრატიული პროცესების პრაქტიკული გააზრება. სწავლების ინტერაქტიულმა ფორმატმა ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში ინტეგრაციას, ასევე კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური მსჯელობის, გუნდური მუშაობისა და აკადემიური პრეზენტაციის უნარების განვითარებას.

ლექტორის შეფასებით, აქტივობამ ნათლად წარმოაჩინა სტუდენტების მაღალი ჩართულობა, აკადემიური პასუხისმგებლობა და პოლიტიკის მეცნიერებების ძირითადი ცნებების გააზრების მზარდი დონე.