სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების...
IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გაიმართა
  • 07/04/2025

IBSU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი გამართა, რომელსაც უძღვებოდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა.

IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეისწავლეს საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების მომზადების ტექნიკები და სხეულის ენის სწორად გამოყენება.

საჯარო გამოსვლების ჩემპიონატზე განიხილეს შემდეგი საკითხები: რიტორიკისა და ორატორული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ეფექტური საჯარო გამოსვლის დაგეგმვა, ამბის თხრობის ხელოვნება, შიშების მართვა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების დახვეწა, სხეულის ენა და ჩაცმის ეტიკეტები.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმატებულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს გაუზიარეს რჩევები, რაც უკავშირდება თავდაჯერებულობას, თხრობის უნარების განვითარებას და საჯარო გამოსვლების შიშის დაძლევას.

პროექტის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო ფინალურ ტურში გამარჯვებულები გახდნენ დანიელ დევდარიანი და ქეთი ცუცქირიძე.