სიახლეები

- 19/06/2025
IBSU-ში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და რეალური ბიზნეს აზროვნების წახალისებას.
სამრაუნდიანი კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ შემუშავებულ რეალურ ქეისებზე და მულტიდისციპლინური ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს არგუმენტირებულ და ინოვაციურ სტრატეგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტები აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მენტორები, წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც კონსულტაციას უწევდნენ მონაწილეებს და თავიანთი გამოცდილებით მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი მონაწილე გუნდების პროფესიულ წინსვლას.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
პირველი ადგილი — Puzzle
მეორე ადგილი — Mavericks
მესამე ადგილი — 404 name not found
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს სტუდენტური განვითარების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებას ინოვაციური და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროექტებით.