სიახლეები
- 13/01/2025
IBSU წარმომადგენლები პრაღაში ISCEM ტრანსნაციონალური პროექტის შეხვედრას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) წარმომადგენლები, რექტორი კახა შენგელია, პრორექტორი სასწავლო დარგში, სალომე კუჭუხიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი ჩალაბაშვილი, “განათლების სტრუქტურისა და შინაარსის ინოვაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და მიგრანტების ინტეგრაციის” პროექტის ფარგლებში, 2024 წლის დეკემბერში, პრაღაში, ISCEM ტრანსნაციონალური პროექტის შეხვედრას დაესწრნენ.
პროექტის პარტნიორებმა სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან განიხილეს პროექტის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. უნდა აღინიშნოს, რომ ISCEM პროექტის ფარგლებში IBSU პარტნიორებთან ერთად მუშაობს ინოვაციური სასწავლო მასალების შექმნაზე ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში.