სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU მედიაში
  4. /
  5. IBSU-ში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს...
  • 18/05/2018

IBSU-ში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციად ქცეული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა, რომლებიც ამავდროულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მონაწილეები სხვა სტუდენტებს თავიანთი ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი ხელოვნების ნიმუშებს, სამზარეულოს და ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აცნობენ.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი ილია ჩილოღლუ აღნიშნავს, ფესტივალის იდეა თავად სტუდენტებისგან გაჩნდა და ის მიზნად ისახავს სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოებას და სხვადსხვა ქვეყნების კულტურის გაცნობას.

„იდეა ხუთი წლის წინ გაჩნდა, როცა სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები წარმოადგენდნენ თავის სახეს.
ვრცლად: www.edu.aris.ge