IBSU აკადემია წარმოადგენს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრს და საგანმანათლებლო სივრცეში ადგილს 2011 წლიდან იკავებს.
აკადემიის მიზანია, დანერგოს თანამედროვე, მრავალფეროვანი, მაღალპროფესიული სასწავლო კურსები და ითანამშრომლოს სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ უნიკალურ საგანმანათლებლო სწავლებას.
IBSU აკადემია კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმაონ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და დასაქმების ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანნი.