როგორ ვაწარმოოთ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში?
კურსი დაეხმარება სტუდენტებს, იურისტებს და მომავალ ადვოკატებს, უფლებადამცველებს (ადამიანის უფლებათა იურისტებს) კვალიფიციურად აწარმოონ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ლექტორი თამარ ავალიანი – სამართლის დოქტორი, მას აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა იურისტად მუშაობისა და საექსპერტო-საკონსულტაციო საქმიანობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. 2010 წლიდან იგი წარმატებით აწარმოებს საქმეებს როგორც ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2009 წლიდან იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა და სამართლის მკვლევარად სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. თამარი ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების საკითხებზე 30-მდე პუბლიკაციისა და კვლევის ავტორია.
სალექციო ფორმატი: online და offline (ჰიბრიდული)
- კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.
- IBSU სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.
კურსის განრიგი:
დასაწყისი 15 აპრილი 2025
სამშაბათი / ხუთშაბათი დღე
19:00 – 21:00 საათი
8 შეხვედრა, 5 კვირა
თემა 1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები
- პირველ თემაში მიმოხილულ იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და მის დამატებით ოქმებში გარანტირებული უფლებების კატალოგი:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
- წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი);
- მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა (მე-4 მუხლი);
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (მე-6 მუხლი);
- არავითარი სასჯელი კანონის გარეშე (მე-7 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
- აზრის სინდისის და რელიგიის თავისუფლება (მე-9 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
- შეკრების და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
- ქორწინების უფლება (მე-12 მუხლი);
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
- დისკრიმინაციის აკრძალვა (მე-14 მუხლი);
- საკუთრების უფლება (პირველი დამატებითი ოქმი);
- განათლების უფლება (პირველი დამატებითი ოქმი);
- თავისუფალი არჩევნების უფლება (პირველი დამატებითი ოქმი);
- ვალაუვალობის გამო თავისუფლების აღკვეთის აკრძალვა (მე-4 დამატებითი ოქმი);
- მიმოსვლის თავისუფლება (მეოთხე დამატებითი ოქმი);
- მოქალაქეთა გაძევების აკრძალვა (მეოთხე დამატებითი ოქმი);
- უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა (მეოთხე დამატებითი ოქმი);
- სიკვდილით დასჯა ომიანობის დროს (მეექვსე დამატებითი ოქმი);
- უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებულიპროცედურული გარანტიები (მეშვიდე დამატებითი ოქმი);
- სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება (მეშვიდე დამატებითი ოქმი);
- ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა (მეშვიდე დამატებითი ოქმი);
- დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა (მე-12 დამატებითი ოქმი);
- სიკვდილით დასჯის ყველა ვითარებაში გაუქმება (მე-13 დამატებითი ოქმი);
- მე-16 დამატებითი ოქმი;
- აბსოლუტური და რელატიური ტიპის უფლებები;
- უფლებების შეზღუდვის კონვენციისეული საფუძვლები;
- ეროვნული სასამართლოების მიერ ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნა (კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმი)
თემა 2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეორე თავში მიმოხილული იქნება ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოს სტრუქტურა და მათი კომპეტენცია:
- ერთი მოსამართლის სისტემა;
- კომიტეტები;
- პალატები;
- დიდი პალატა;
- პლენუმი;
- სამდივნო და მომხსენებლები;
თემა 3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის სუბიექტები
- ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის სუბიექტები (ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია);
- პირდაპირი მსხვერპლი;
- ირიბი მსხვერპლი;
- პოტენციური მსხვერპლი;
თემა 4. ინდივიდუალური საჩივრის მისაღებობის წინაპირობები
თემა 5. ინდივიდუალური საჩივრის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოებები
- აშკარა უსაფუძვლობა;
- საჩივრის ანონიმურობა;
- საჩივრით მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება;
- არსებითად იგივე საკითხის შემცველი საჩივრები;
- საჩივრის შეუთავსებლობა კონვენციის დებულებებთან;
- მცირე ვიდეო საჩივრის მისაღებობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით https://www.youtube.com/watch?v=–PSjIgLm1I&feature=youtu.be
თემა 6. საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის საფუძვლები
- მომჩივანის განზრახვის არარსებობა ბოლომდე მისდიოს საჩივარს;
- დავა გადაწყდა;
- სასამართლოს მიერ დადგენილი რაიმე სხვა მიზეზით საჩივრის შემდგომი შესწავლის გამართლების არარსებობა;
თემა 7. საქმის კომუნიცირების ეტაპი
- საჩივრის და თანდართული მასალების გადაგზავნა მოპასუხე სახელმწიფოსთვის;
- მოპასუხე სახელმწიფოს პოზიცია;
- მომჩივნის მოსაზრებები მოპასუზე სახელმწიფოს პოზიციაზე;
თემა 8. დავის მეგობრული მოგვარების არსი და მნიშვნელობა (Friendly settlements)
გაანალიზებულ იქნება:
- მეგობრული მოგვარების პროცედურა;
- მხარეთა პოზიციების მნიშვნელობა;
- პროცედურის კონფიდენციალურობა;
- ევროპული სასამართლოს როლი მეგობრული მოგვარების პროცესში;
- მეგობრული მოგვარების შედეგები.
თემა 9. ცალმხრივი აღიარება (Unilateral Declarations)
განხილულ იქნება:
- ცალმხრივი აღიარების პროცედურა;
- ცალმხრივი აღიარების შედეგები;
თემა 10. დიდი პალატისთვის საქმის გადაცემა და დასაშვებობის წინაპირობები
განხილულ იქნება:
- დიდი პალატის კომპეტენცია;
- დიდი პალატაში საქმის განხილვის დასაშვებობის წინაპირობები;
- დიდი პალატის გადაწყვეტილების საბოლოობა;
თემა 11. სამართლიანი დაკმაყოფილება:
- ფულადი და არაქონებრივი (მორალური) ზიანი;
- გადასახადების და ხარჯების ანაზღაურება;
თემა 12. დაცვის უფლება
- მსხვერპლთა წარმომადგენლობის სახეები;
- ადვოკატის ჩართულობა, მისი როლი და მნიშვნელობა;
თემა 13. დროებითი ღონისძიება (Interim Measures)
- სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი;
- მიმართვის სუბიექტები;
- დროებითი ღონისძიების გამოყენების პირობები
- გამოუსწორებელი ზიანის აშკარად სერიოზული საფრთხე;
- ზიანის გარდაუვალობა;
- საქმის არგუმენტების (თავდაპირველი შეფასებით) დამტკიცებადობა;
თემა 14. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და მისი აღსრულება
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი – აღსრულაბზე ზედამხედველი ორგანო;
- მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება ზოგადი ზომების გატარებასთან დაკავშირებით;
- მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება ინდივიდუალური ზომების გატარებასთან დაკავშირებით;
თემა 15. სახელმწიფოთაშორისი საქმეების განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
- სახელმწიფოთაშორისი საქმეების განხილვის წესი და პროცედურა
თემა 16. საჩივრის შევსების პრაქტიკული წესები
შემაჯამებელი ტესტი
ტრენინგის ჩატარების ადგილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, N2
საკონტაქტო ინფორმაცია:
training@ibsu.edu.ge
+995 322 800 064
რეგისტრაცია: https://forms.gle/tD4j51LFgKRTnuWBA
კურსის ღირებულება 420 ლარი
საბანკო რეკვიზიტები
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52TB7505036080100001
დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა – “ტრენინგი“