სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU ერთადერთი ქართული კერძო უნივერსიტეტია,...
  • 27/04/2022

IBSU ერთადერთი ქართული კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ეგვიპტემ საერთაშორისო რეიტინგის უნივერსიტეტად დაასახელმა

ეგვიპტის განათლების უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ საერთაშორისო რეიტინგის მქონე ქართულ უნივერსიტეტებს შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) ერთადერთი კერძო ქართული უნივერსიტეტია, რომლის გაცემულ დიპლომსაც ეგვიპტის განათლების სამინისტრო აღიარებს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ეგვიპტის განათლების უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასულ ეგვიპტელ სტუდენტებს მოუწევთ თავიან სამშობლოში წარადგინონ დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას მისცემთ.

„ბატონი ხალიდ აბდელ ღაფარის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში, ექსპერტებმა არჩევანი შემდეგ ხუთ უნივერსიტეტზე შეაჩერეს: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი,“- აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ IBSU-სთვის გაგზავნილ წერილში.

ამჟამად საქართველოში 400-მდე ეგვიპტელი სტუდენტი სწავლობს, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი შეხვდა ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრს, დოქტორ ხალიდ აბდელ ღაფარს და ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.