- 28/05/2021
- მთავარი
- /
- IBSU მედიაში
- /
- Page 11
”2020 წლისათვის უნივერსიტეტს აქვს არაერთი გეგმა, მათ შორის ერთობლივი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, საგანმანთლებლო და კვლევით პროცესში ჩართული უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების გაზრდა. უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს 40 აკრედიტირებული პროგრამა. შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის საფუძველზე, უნივერსიტეტი დამატებით გეგმავს ახალი პროგრამების აკრედიტაციას. უნივერსიტეტი ასევე გეგმავს ინფრასტრუქტურის განვითარებას.” ვრცლად: https://bit.ly/3aBgSGK
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა /IBSU/ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკის (TEXAS A&M University), უკრაინისა (Simon Kuznets Kharkiv National University of Economics) და ჩეხეთის (Metropolitan University Prague) უნივერსიტეტებთან. მემორანდუმი მოიცავს აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. https://bit.ly/2TLWCw5
14-15 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგთა ციკლი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 200-მდე მოსწავლემ. ჩვენი ჯგუფი მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისათვის. “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებათ https://bit.ly/2Mq3Ykt
Deputy Head of Mission talks to students of the International Black Sea University about EUMM mandate and role in the region. https://bit.ly/2EeI3Zi On 12 December 2019, Deputy Head of the EU Monitoring Mission in Georgia (EUMM), Kate Fearon, met with the students of the International Black Sea University, who aspire to become International Relations experts
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორს – ელისაბედ (მარიკა) ჩქარეულს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობის ფურცელი გაუგზავნა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა დირექტორს მადლობის ფურცელი სკოლის კურსდამთავრებულის – სოფიკო სალთხუციშვილის, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიდერის მომზადებისთვის გაუგზავნა, ხოლო სკოლა დიპლომით დააჯილდოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისთვის. „ბატონი ილიასი ასევე მადლობას უხდის პედაგოგებს, რომლების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, არსებული პრობლემების მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო, უნივერსიტეტი ძველ რეიტინგს დაუბრუნდა და ჯამში 750-მდე სტუდენტი მიიღო. როგორც ადრე, IBSU-ს სტუდენტები სარგებლობენ შიდა საგრანტო შეღავათებით და სტიპენდიებით. წელს უნივერსიტეტს დაემატა არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა, უკვე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ფაკულტეტებზე კი, სტუდენტებს ასევე სიახლეები დახვდათ.
8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა National Geographic-ის ტრენერს ალექს ვორენს თემით – ”21-ე საუკუნის წარმატებული ინგლისური ენის შემსწავლებლები”. ტრენინგის ორგანიზების პარტნიორი იყო English Book Education. სესიაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა. https://bit.ly/365sONW
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IFES-სა (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი IFES Georgia) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან მემორანდუმი განაახლა. მემორანდუმი მიზნად ისახავს „დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის დანერგვას. კურსის სწავლებისთვის 2011წ. USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო, რომელიც 2017წ. განახლებული სახით გამოიცა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. კურსი ინტერაქტიულია და, გარდა თეორიული მასალისა, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დავალებებს, დისკუსიებს,