- 19/09/2018
- მთავარი
- /
- IBSU მედიაში
- /
- Page 16
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამკაციანი გუნდი საქართველოში 21 სექტემბრის ჩათვლით დარჩება და IBSU-ს თემაზე სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს, მათ შორის: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების ექსპერტების თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლების საკითხებთან
4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ელიზაბეტ რუდმა. www.timer.ge www.edu.aris.ge www.newsday.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციად ქცეული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა, რომლებიც ამავდროულად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მონაწილეები სხვა სტუდენტებს თავიანთი ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი ხელოვნების ნიმუშებს, სამზარეულოს და ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აცნობენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ილია ჩილოღლუ აღნიშნავს, ფესტივალის იდეა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ ჰ. რუდი ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. ელიზაბეთ რუდმა #იბსუ-ს სტუდენტებს დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. www.kvira.ge www.info9.ge www.timer.ge www.for.ge www.newsday.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო ოლიმპიადისა და ვიდეო კონკურსის – ”გაგვაცანი შენი სკოლა” დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მონაწილეებს სასწავლო გრანტებთან (100%, 75%, 50 %, 40% და 25%-იანი) ერთად ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ. იბსუ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს მონაწილეობისთვის და უსურვებს წარმატებას. www.edu.aris.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ამერიკელი ადვოკატი როჯერ ჰაიეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2 კვირით სტუმრობს. ამ დროის განმავლობაში, სტუმარი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს სამართალში კითხულობს სალექციო კურსს. როჯერ ჰაიეტი არის ბოსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა დიდ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში და იყო პრაქტიკოსი იურისტი მისურისა და ფლორიდის შტატებში შრომისა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენცია (IRCEELT) მოეწყო, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას მიეძღვნა, მასში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. www.kvira.ge www.newsday.ge www.timer.ge www.edu.aris.ge www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსის, „სკანდინავიის ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის“ ფარგლებში, საქართველოში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ – ერიკ სალგრემ ფონ შენტმა შვედების საგარეო პოლიტიკის მახასიათებლებისა და განვითარების შესახებ სტუდენტებთან დისკუსია გამართა. მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთის საგარეო პოლიტიკის განვითარების ძირითადი ეტაპების, ფემინისტური საგარეო პოლიტიკის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, ფრანჩესკო აგნელლო (პოლიტიკის მრჩეველი ევროპარლამენტში) ლექციების ციკლს – „ადამიანთა საერთაშორისო უფლებები“ გაუძღვა. რამდენიმე დღიანი შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა თემატიკას გაეცნენ, მათ შორის: თუ როგორ ხდება ადამიანთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით და ჩართულნი იყვნენ დისკუსიაშიც. ლექციის ბოლოს სტუდნეტებს გადაეცათ სერტიფიკატები. www.edu.aris.ge