IBSU მედიაში

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU მედიაში
  4. /
  5. Page 3
    • 15/04/2024

    IPN – IBSU ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ლექტორები ტრენინგებს გაივლიან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე ცოდნას გაუზიარებენ პროექტში ჩართულ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/794742-ibsu-erazmus-proektshi-virtually-edu-monacileobs 

    • 15/04/2024

    IPN – განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 10-11 მაისს გაიმართება

    IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს. IBSU-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. წელს ექვსი ამერიკელი განათლების ექსპერტი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონფერენციის მონაწილეებს. სრულად: https://www.interpressnews.ge/ka/article/795010-ganatlebis-enisa-da-literaturis-sakitxebze-me-14-saertashoriso-konperencia-10-11-maiss-gaimarteba 

    • 15/04/2024

    IPN – IBSU აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: “საქართველოს ევროპული არჩევანი”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა 9 მაისია. სრულად: https://www.interpressnews.ge/ka/article/795012-ibsu-abiturientebistvis-eseebis-konkurss-acxadebs