სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სტუდენტური ცხოვრება
  4. /
  5. IBSU-ში მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბრის...
  • 31/05/2022

IBSU-ში მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბრის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩატარდა

30 მაისს Lingo Quest-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში. ამჯერად, საჯარო ლექციას უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი და CBT ფსიქოთერაპევტი, ორგანიზაცია “ერთად ერთისთვის” თანადამფუძვნებელი – იზა კობიაშვილი. ინტერაქციული ლექციის მსვლელობისას სტუმარმა განიხილა სტუდენტების მიერ გამოგზავნილი ანონიმური აღიარებები, რომლის მიხედვითაც კონსულტაცია გაუწია მათ. საინტერესო რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფსიქოლოგის სოციალური მედიის გვერდს: shorturl.at/epG36