IBSU-MIT პარტნიორობის ფარგლებში IBSU-ს სტუდენტი StartMIT პროგრამაში სრული დაფინანსებით მონაწილეობს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
  4. /
  5. IBSU-MIT პარტნიორობის ფარგლებში IBSU-ს...
IBSU-MIT პარტნიორობის ფარგლებში IBSU-ს სტუდენტი StartMIT პროგრამაში სრული დაფინანსებით მონაწილეობს
  • 12/01/2026

IBSU-MIT პარტნიორობის ფარგლებში IBSU-ს სტუდენტი StartMIT პროგრამაში სრული დაფინანსებით მონაწილეობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის – Massachusetts Institute of Technology (MIT) – პარტნიორობის ფარგლებში, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი ანი მერაბიშვილი სრული დაფინანსებით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას იღებს MIT-ში გამართულ სამკვირიან StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაში.

“​პროცესი საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა – მას შემდეგ, რაც IBSU-ს სტუდენტურ ჯგუფში ამ შესაძლებლობის შესახებ გავიგე, გავიმარჯვე შესარჩევ კონკურსში და მოვიპოვე სრული დაფინანსება.
როგორც კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტისთვის, ჩემთვის MIT არის ინოვაციების ადგილი, სადაც ტექნოლოგიური იდეები ბიზნეს მოდელებად იქცევა.
​ამ პროგრამისგან დიდი მოლოდინები მაქვს.
​პირველ რიგში, ჩემი მიზანია პრაქტიკული უნარების განვითარება და მსოფლიოს წამყვანი მეთოდოლოგიების გამოყენებით ჩემი სტარტაპ იდეის დახვეწა. მიღებული ცოდნა სტარტაპის განვითარებისა და შეფუთვის შესახებ დამეხმარება გავიგო, როგორ გარდაიქმნება ტექნოლოგიური პროექტი რეალურ პროდუქტად, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.
MIT-ის მაღალკვალიფიცირებულ მენტორებთან მუშაობა საშუალებას მომცემს, ჩემს სამომავლო გეგმებს უფრო მასშტაბურად შევხედო. ვფიქრობ, ეს გამოცდილება პირდაპირ აისახება ჩემს სტარტაპზე, რომლის განვითარებასაც საქართველოში, დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ.
მჯერა, რომ მივიღებ ღირებულ ცოდნას, რომელსაც სხვა სტუდენტებსა და ჩემს თანამოაზრეებსაც გავუზიარებ.”