IBSU ნავიგატორი
- Home
- /
- IBSU ნავიგატორი
- /
- IBSU-ს პროგრამის უპირატესობა –...
IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – სამართალმცოდნეობა
IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – სამართალმცოდნეობა
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს სამართალმცოდნეობის პროგრამა?
იცოდე კანონი – მართე სამართლიანობა. დაიწყე შენი იურიდიული კარიერა IBSU-ში!
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება: განივითარე ლოგიკა, კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირების ხელოვნება. ისწავლე, როგორ დაინახო გამოსავალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ ჩიხს ხედავენ;
- მართე სიმართლე და სამართლიანობა: სწავლობ არა მხოლოდ კანონებს, არამედ მათ გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, რათა გახდე ნამდვილი უფლებადამცველი;
- უნივერსალური კარიერული გზა: დაეუფლე ცოდნას, რომელიც გაგიხსნის გზას ყველგან: სასამართლო დარბაზებიდან და საადვოკატო ბიუროებიდან დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციებით, დიპლომატიური სამსახურითა და მსხვილი ბიზნეს-კორპორაციებით დასრულებული. იურისტი სჭირდება ყველას და ყოველთვის;
- პრაქტიკა პირველივე დღიდან: მიიღე პრაქტიკული გამოცდილება მოდელირებული სასამართლო პროცესებით, კლინიკური სწავლებითა და სტაჟირებით;
- საერთაშორისო პერსპექტივა: ისწავლი საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები და ევროპული სტანდარტები, რაც მოგცემს შესაძლებლობას იმუშაო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით;
- ეთიკა და რეპუტაცია: გახდი არა მხოლოდ მცოდნე სპეციალისტი, არამედ მაღალი ეთიკური ღირებულებების მქონე ლიდერი.
IBSU-ს სამართალმცოდნეობის პროგრამა შენთვისაა, თუ:
- ხარ პრინციპული და დეტალებზე ორიენტირებული;
- გჯერა სამართლიანობის და გსურს მისი დაცვა შენს პროფესიად აქციო;
- გიყვარს დებატები და გაქვს უნარი სხვები შენს სიმართლეში დაარწმუნო;
- გინდა პროფესია, რომელიც მოგცემს სტაბილურობას, მაღალ სტატუსს და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის ძალას;
- გინდა მიიღო ფუნდამენტური განათლება კერძო, საჯარო, სისხლისა და საერთაშორისო სამართალში;
- გინდა ისწავლო რეალური ხელშეკრულებების, სარჩელებისა და სამართლებრივი აქტების წერა;
- გინდა განივითარო დავის გადაწყვეტის ტაქტიკისა და არგუმენტაციის უნარი;
- გინდა შეძლო ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის დამოუკიდებელი ანალიზი;
- გინდა პრაქტიკული გამოცდილება მიიღო სტუდენტობის პერიოდში და იმუშაო IBSU-ს სამართლის კლინიკაში;
- გინდა გამოიმუშაო სამართალწარმოების პროცესში ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
ტეგები
IBSU-ს პროგრამის უპირატესობა
ამერიკისმცოდნეობა
არქიტექტურა
არჩევითი საგანი
ბიოლოგია
გეოგრაფია
გრაფიკული დიზაინი
დიპლომირებული მედიკოსი
ეკონომიკა
ინგლისური ფილოლოგია
ისტორია
კომპიუტერული მეცნიერება
ლიტერატურა
მათემატიკა
მარკეტინგი
მენეჯმენტი
პროფესიის ანატომია
ჟურნალისტიკა
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
სად დავსაქმდები
საერთაშორისო ურთიერთობები
საზოგადოებასთან ურთიერთობა
სამართალმცოდნეობა
სამოქალაქო
საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა
ტურიზმი
ფიზიკა
ფინანსები
ფსიქოლოგია
ქიმია